კონდიციონერებისგან განსხვავებით, რომლებიც არ წარმოადგენენ პირველადი საჭიროების საგანს, სავენტილაციო სისტემები ყენდება ყველა საცხოვრებელ და საოფისე შენობაში. სავენტილაციო სისტემების არსებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ტექნიკური მახასიათებლებისადმი მოთხოვნილებებს კანონის ძალა ენიჭებათ და ისინი გაწერილია სამშენებლო ნორმებში და წესებში.
ყოველივე ზემოთაღნიშნული აიხსნება იმით, რომ ვინტელაციის გარეშე დახურულ სივრცეებში იზრდება  ნახშირორჟანგისა და სხვა მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, რაც უარყოფითად აისახება ადამიანთა გუნებაზე, იწვევს თავის ტკივილს, მძინარობას, მუშაობის უნარის დაქვეითებას.
ამ პრობლების ნაწილობრივ გადაწყვეტა შეიძლება ოთახის პერიოდული განიავებით, მაგრამ ამ შემთხვევაში სუფთა ჰაერთან ერთად შიგნით შემოდის მტვერი,  სუნი, ქუჩის ხმაური. ამასთან, თქვენ მოგიწევთ ფანჯრის ან შუკუმის ხშირად გაღება და დახურვა. სწორედ ყველა მოყვანილი პრობლების გადასაწყვეტად არსებობს ჰაერის სავენტილაციო სისტემები.
ვინაიდან ამ სისტემების გათვლა გაცილებით რთულია, ვიდრე საყოფაცხოვრებო კონდიციონერის პარამეტრების გათვლა, აქ ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ მხოლოდ იმ ძირითადი ტერმინების და ცნებების შესახებმ, რაც გამოიყენება სავენტილაციო სისტემების პროექტირებისას, აგრეთვე გაგაცნობთ ტიპობრივ მოწყობილობებას, რომლებიც გამოიყენება ხსენებული სისტემების აგებისას.
შეგახსენებთ, რომ სავენტილაციო მოწყობილობის შერჩევა და საჭირო სიმძლავრის გათვლა უნდა განახორციელდეს ამ დარგის სპეციალისტის მიერ.


სავენტილაციო სისტემის აგებულება (რისგან შედგება სავენტილაციო სისტემა)

სავენტილაციო სისტემის აგებულება დამოკიდებულია მის ტიპზე. მეტად რთული და ხშირად გამოყენებადია ხელოვნური (მექანიკური) მოდინებითი სავენტილაციო სისტემები. განვიხილოთ მათი წყობა. ტიპიური მექანიკური სავენტილაციო სისტემა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან (განლაგებულია ჰაერის მოძრაობის მიმართულებით, შემოსასვლელიდან – გასასვლელისკენ):

 

საჰაერო ცხაური http://www.kondicioner.com/vent_r2.jpg
საჰაერო ცხაურის მეშვეობით სავენტილაციო სისტემაში შედის გარე ჰაერი. ამ გისოსებს, ასევე, როგორც სავენტილაციო სისტემის ყველა სხვა ელემენტს, შეიძლება ჰქონდეს მრგვალი ან მართკუთხა ფორმა. საჰაერო ცხაური ასრულებს არამარტო დეკორატიულ ფუნქციას, არამედ იცავს სავენტილაციო სისტემას წვიმის წვეთებისა და სხვა უცხო ნივთების მასში მოხვედრისგან.


http://www.kondicioner.com/vent_k2.jpg

    ჰაერის სარქველი
ეს სარქველი არ აძლევს გარე ჰაერს საშუალებას მოხვდეს ოთახში, როცა სავენტილაციო სისტება გამორთულია. ჰაერის სარქველი განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში, რადგანაც მის გარეშე ოთახში შევა ცივი ჰაერი და თოვლი. როგორც წესი, მოდინებითი სავენტილაციო სისტემებში ყენდება ჰაერის სარქველები ელექტროძრავით, რაც სისტემის მართვის სრული ავტომატიზირების საშუალებას იძლევა – ვენტილატორის (და კალორიფერის) ჩართვისას სარქველი იხსნება, გამორთვისას კი იხურება. 

http://www.kondicioner.com/vent_f2.jpg

    ფილტრი
ფილტრი აუცილებელია როგორც თავად სავენტილაციო სისტემის, აგრეთვე გასანიავებელი სათავსების მტვერისგან, ბუსუსისგან და მწერებისგან დასაცავად. ხშირად ყენდება უხეში გასუფთავების ერთი ფილტრი, რომელიც იკავებს ნაწილაკებს, რომელთა ზომა აღემატება 10 მკმ–ს. იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მაღალი მოთხოვნა  ჰაერის სისუფთავისადმი, შესაძლებელია ფაქიზი გასუფთავების (იკავებენ ნაწილაკებს 1 მკმ–დე) და განსაკუთრებულად ფაქიზი გასუფთავების (იკავებენ ნაწილაკებს 0,1 მკმ–დე) ფილტრების მონტაჟი.
მასალა, რომელიც უხეში გასუფთავების ფილტრში ფილტრაციას ახდენს,  სინტეთიკური ბოჭკოებისგან დამზადებული ქსოვილს წარმოადგენს, მაგალითად აკრილი. პერიოდულად ფილტრი უნდა იწმინდებოდეს მტვერისაგან – როგორც წესი,  თვეში ერთხელ. ფილტრის გაბიდვნის კონტროლისთვის შესაძლებელია წნევის დიფერენციალური საზომის დაყენება, რომელიც აკონტროლებს ჰაერის წნევათა სხვაობას ფილტრამდე და ფილტრის შემდეგ – დაბინძურებისას წნევათა სხვაობა იზრდება.

 

http://www.kondicioner.com/vent_k12.jpg

    კალორიფერი
კალორიფერის ან ჰაერის გამათბობლის დანიშნულებაა – ზამთრის პერიოდში გარედან მიწოდებული ჰაერის გათბობა. არსებობს წყლის (რომელიც უერთდება ცენტრალური გათბობის სისტემას) ან ელექტროკალორიფერი. პატარა სავენტილაციო სისტემებისთვის უფრო პრაქტიკულია ელექტროკალორიფერების გამოყენება, რადგან ასეთი სისტემის დაყენება ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დიდი ოფისებისთვის (100 კვ. მეტრზე ზევით) სასურველია წყლის გამათბობლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის ხარჯი იქნება ძალიან მაღალი.
არსებობს შემოსული ჰაერის გასათბობად საჭირო ხარჯების რამდენიმე ჯერ შემცირების ხერხი. ამისთვის გამოიყენება რეკუპერატორი – მოწყობილობა, რომელშიც ცივი მომდენი ჰაერი თბება გადინებულ თბილ ჰაერთან თბოცვლის მეშვეობით. რასაკვირველია, ამ დროს ჰაერის ნაკადები ერთმანეთში არ ირევა.

http://www.kondicioner.com/vent_v2.jpg  ვენტილატორი

ვენტილატორი – ნებისმიერი ხელოვნური სავენტილაციო სისტემის ფუძეა. მისი შერჩევა ხდება ორი ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებით: წარმადობა, ანუ მიწოდებული ჰაერის რაოდენობა, და სრული წნევა. კონსტრუქციული შესრულების თვალსაზრისით ვენტილატორები იყოფა  პროპელერისებურებად (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ვენტილატორები) და რადიალურებად ან ცენტრისკენულებად (“ციყვის ბორმალი”).

პროპელერისებური ვენტილატორები უზრუნველყოფენ კარგწრმადობას, მაგრამ მათ ახასიათებს დაბალი სრული წნევა, ანუ როდესაც ჰაერის ნაკადს ხვდება დაბრკოლება (გრძელი ჰაერსადენი მოხვევებით, გიისოსი და ა.შ.), ნაკადის სიჩქარე მნიშვნელოვნად კლებულობს. ამიტომ ჰაერსატარების განშტოებული ქსელის მქონე სავენტილაციო სისტემებში იყენებენ რადიალურ ვენტილატორებს, რომლებიც განსხვავდებიან შექმნილი ჰაერის ნაკადის მაღალი წნევით. ვენტილატორების სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ხმაურის დონე და გაბარიტები. ეს პარამეტრები დიდწილად დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე.

http://www.kondicioner.com/vent_g1.jpg

        ხმაურმაყუჩი
ვინაიდან ვენტილატორი წარმოადგენს ხმაურის წყაროს, მის მერე აუცილებელია  ხმაურმაყუჩის დაყენება, რათა შემცირდეს ხმაურის გავრცელება ჰაერსატარებში. ვენტილატორის მუშაობისას ხმაურის ძირითად წყაროს წარმოადგენს ჰაერის გრიგალი მის ფრთებზე, ანუ აეროდინამიკური ხმები. ამ ხმების შესამცირებლად იყენებენ გარკვეული სისქის ბგერათშთანმთქმელ  მასალას, რომლით აპირკეთებენ ხმაურმაყუჩის ერთ ან რამდენიმე კედელს. ბგერათშთანმთქმელ მასალად როგორც წესი იყენებენ მინერალურ ბამბას, მინაბოჭკოვან ბამბას და ა.შ.  


http://www.kondicioner.com/vent_v11.jpg    ჰაერსადენები (საჰაერო მილები)
ხმაურმაყუჩიდან გასვლის შემდეგ დამუშავებული ჰაერის ნაკადი მზად არის ოთახებში განაწილებისთვის, რაც ხერხდება ჰაერსატარების ქსელის მეშვეობით, რომელიც შედგება საჰაერო მილებისგან და ფიტინგებისგან (სამკაპები, მუხლები,  გადამყვანები). ჰაერსადენების ძირითადი მახასიათებლებია მილყელის კვეთის ფართობი, ფორმა (მრგვალი ან მართკუთხა) და სიხისტე (არსებობს ხისტი, ნახევრადმოქნილი და მოქნილი საჰაერო მილები).
ჰაერსადენში ნაკადის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ ნიშნულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერი ხმაურის წყაროთ იქცევა. ამიტომ მილყელის კვეთის ფართობი განსაზღვრავს მიწოდებული ჰაერის მოცულობას, ანუ საჰაერო მილების ზომის შერჩევა ხდება ჰაერგაცვლის საანგარიშო ნიშნულის და ჰაერის მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარის გათვალისწინებით.
ხისტი ჰაერსადენები მზადდება მოთუთიებული თუნუქისგან, და მათ შეიძლება ჰქონდეთ მრგვალი ან მართკუთხა ფორმა. ნახევრადმოქნილი და მოქნილი ჰაერსადენები არის მრგვალი ფორმისა და მზადდება მრავალშრიანი ალუმინის კილიტისგან. ასეთ ჰაერსადენებს მრგვალ ფორმას აძლევს სპირალში შეხვეული  ფოლადის მავთულისგან დამზადებული ჩონჩხი (კარკასი). ასეთი კონსტრუქცია მოხერხებულია, რადგან ტრანსპორტირებისას და დაყენებისას იძლევა ჰაერსადენების  აკეცვის საშუალებას. მოქნილი ჰაერსადენების ნაკლი არის მათი მაღალი აეროდინამიკური წინაღობა, რომელიც გამოწვეულია უსწორმასწორი შიდა ზედაპირით, ამიტომ მათ იყენებენ მხოლოდ პატარა სიგრძის მონაკვეთებზე.

       http://www.kondicioner.com/vent_r11.jpgჰაერის განაწილება
ჰაერის გამანაწილებლის მეშვეობით ჰაერსადენიდან ჰაერი ხვდება      ოთახში. როგორც წესი, ჰაერის გამანაწილებლებად იყენებენ ცხაურებს (მრგვალს ან მართკუთხას, კედელში ან ჭერში ჩასამონტაჟებელი) ან დიფუზორებს (პლაფონებს). დეკორატიული ფუნქციის გარდა, ჰაერის გამანაწილებლები უზრუნველყოფენ ჰაერის ნაკადის თანაბარ განაწილებას ოთახის სივრცეში და აგრეთვე ინდივიდუალურად არეგულირებენ ჰაერის ნაკადს, რომელიც მიმართულია ჰაერის გამანაწილებლიდან ყოველ ოთახში. 

http://www.kondicioner.com/vent_a2.jpgრეგულირებისა და ავტომატიკის სისტემები

სავენტილაციო სისტემის ბოლო ელემენტს წარმოადგენს ელექტროფარი, რომელშიც, როგორც წესი, ჩამონტაჟებულია ვენტილაციის მართვის სისტემა. ყველაზე მარტივ შემთხვევაში მართვის სისტემა შედგება მარტო ამომრთველისგან, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავრთოთ და გამოვრთოთ ვენტილატორი. მაგრამ ყველაზე ხშირად იყენებენ მართვის სისტემას, რომელიც შეიცავს ავტომატიკის ელემენტებს. ეს უკანასკნელი რთავს კალორიფერს, როდესაც მომდენი ჰაერის ტემპერატურა ეცემა, აკონტროლებს ფილტრის სისუფთავეს, მართავს ჰაერის სარქველს და ა.შ. მართვის სისტემის სენსორებად იყენებენ თერმოსტატებს, ჰიდროსტატებს, წნევის სენსორებს და სხვას.